ჰუნე მუნ
აპრილი... აპრილი... და მე ვხეტიალობ ძალზედ თავნება და ურჩი გლახასავით. სულში ფათურობენ, ისე ხედნიან, რომ მომსპობს გამორკვევა, ჰუნევ, ახლა საით? ფეხში მედებიან, როგორც უსურვაზნი, ღმერთო, გზა მიჩვენე... ღმერთო, გზა მიჩვენე... ღმერთმა დღეგრძელობა გულით უსურვა, მზის,- დღეებს, იმედიანს,- ვენდო, გამიჩერე! ეჰეი! გამიჩერე- მეთქი, მოვუხარო, ქედი! აპათია გრიგალს ხომ მისცეს და სიტყვებს თავი, ნებით, ისე მოვუყარო, ჰუნევ, ამ თმის მსგავსად,- ქარმა რომ მიწეწა. ხმელნი, აღსადგომნი, ხელნი მეგონა რომ- ავის ტოტებია,- დროა, დავიხაროთ! მრე სიცოცხლე მინდა...- თორემ, მეგობარო, ჩახმახს შევაყენებ, ტყვია დავიხალოთ! ჰუნევ, გამოჰხედე, გვდევს ცის იალაღი! რარიგ სხვაფერია... რარიგ ამიერი... რა დროს სიკვდილია, ჰე, ძირს იარაღი! ჰილზი ჟანგისფერი... ჰილზი, ამ იერის- წინ რომ ყამირია! ან რა ხედია რომ... ეჰე, მეგობარო, ჰუნევ, ახლა საით?! მუნ მრე აპრილია,- ჩვენ ვიხეტიალოთ! თუნდაც თავნება და ურჩი გლახასავით... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი