ფი
ვარ კერძ, ხან სიავის, ხან აგას,
ხან ხევს ჩაბურდული ტირიფის...
შენც, ვით ობლით სავსე ხანაგა-
ტირი, ფი?
ხარობს შენით, ალბათ, შალითა,
ბრამდე აშოლტილი ,,კორდები"...-
მთებში აცივდება, შალი თან
გქონდეს, ფი...
(თუმცა თებერვალი მაცილებს...)
მტანჯავს აპათია მე- ყოფის...
მთები მიატოვე! მაციებს,-
მეყო, ფი.
თამთა მულაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი