,,შევმჭიდროვდი..."


დარის მაცნე იგვიანებს...
ომის შიში შემრჩა დრომდე!
სადღაც ჩემთვის იბრძვიან, მე
ოთახივით შევმჭიდროვდი...

თაღზე რუხი იწრიალებს,
როგორც ფიქრში ეჭვი... დრომდის,
სადღაც, ჩემთვის იბრძვიან, მე
ოთახივით შევმჭიდროვდი...

ჰაი, თავო, იძვრიანე!
   გადასწვდები, შენ, მჭიდს, როდის...
სადღაც ისევ იბრძვიან, მეც
ოთახივით შევმჭიდროვდი.

თამთა მუმლაძე ✏

#СлаваУкраїні 🇺🇦

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი