დუმს
დუმს სამშობლო-
დაფაც... ხატიც...
როგორც ნისლი ღელე- ღურდანს...
ქოხებივით დავფაცხატდით,
მიწას შერჩა ღელაღუნტა.
ხალხი, მსგავსი ქარადუღის,
გაწურული... ჭირვეული...-
იქნებ ღმერთსაც ქარად უღირს!
შეგვატოვა ჭირს, ეული...
სარეველა ფაფარს უჭრის
ჟინის მერანს...
(წადიერი!)
მთებს, გამქრალი ფაფარუჭით,
წევს დუმილი ცამდი, ერის.
დუმს ქვეყანა!
(დაფაც...ხატიც...)
როგორც ნისლი ღელე-ღურდანს.
ქოხებივით დავფაცხატდით,
მიწას შერჩა ღელაღუნტა.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი