ფანქრების სიგარები
,,რა უცხოა საკუთარი პანაშვიდი..." (შევიკარი, ქუდიანი.) (მოცდა...) (ხურდა...) მისამართი- ლიფტის მარცხნივ, ბინა- 7, შავი კარი, ქურდიანის 25. ზარი წივის. (თითქოს გულზე ზოდი აქვსო...) სიბნელეში ფეხმორთხმულა აბრა- ბუდად. გარდაცვლილნი: ფანტაზიის ზოდიაქო; აზროვნება,- დალექილი აბლაბუდად. ორი აბი (წამლებს სევდის გამო ვიღებ.) და ფიქრები მზა თავიდან გავა ბოლებს... წვიმს. საფერფლედ ერთ-ორ თაბახს გამოვიღებ და ფანქრების სიგარებსაც გავაბოლებ, რა უცხოა კაეშანის პანაშვიდი... ფიქრში გვერდით ჩამოივლის საღამოც და...- ,,მისამართი: ლიფტის მარცხნივ, ბინა- 7, მუქი კარი, ქურდიანის, სადღაც- ოცდა..." თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი