მამაჩემი


თენდება კვირა, 5 მარტია,
იწვის ხის კვარის მრე ანაჭერი...
როგორც კედელი, ისე მარტყია,
წყვილი ბეჭებით, მე, მამაჩემი.

ო, წმინდა, წმინდა, როგორც სახატე!
ო, ისე სუფთა, ვით არს ბარძიმი!
წამს, გონებაში ისევ დავხატე,
რომ ეზიდება ყანას- ბარს, მძიმეს...

ჰე, მექნებოდა ღმერთთან მააჯა-
    დე, ,,რამ" ცის თაღზე გადაიწიოს,
მე კი კალთაში ვიჯდე, მა, მაჯა,
როგორც რომ ადრე- ,,გადაგიწიო"

და მოთმინება რქებით ველს ებას...
,,ხელთდამალული" მზე არ მაჩვენო...

      ო, მზიდო, უნდა, მხრებით, ვეება,
      ვით ბავშვობაში, მე, მამაჩემო!

მალე ზაფხული- ხუთვის მანტია,
შემოგვეხვევა,  ვით განაჩენი...
თუმცა, მანამდე, ხუთი მარტია
და იბადება დღეს, მამაჩემი!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი