სიჩუმე
ქუჩებში მკვეთრი სიჩუმე იდგა,
ქუჩებში იდგა სიჩუმე დილით...
სადღაც სიკვდილი წყეულ ფეხს იდგამს,
წყეულ ფეხს იდგამს სადღაც სიკვდილი.
იწვიან ქვები და ჩემობს ზეცა,
როს მიმოფანტეს ქარში ალებმა:
 ,,არავითარი უცრემლო დღეც არ!
   არავითარი, არ-  შებრალება!"-
არავითარი დათმობა მან არ...-
    და დედა შეწყვეტს ღიმილს გუმანით...
დუმს დარჩენილი უღილოდ, მანა
და დარჩენილი ღილი უმანოდ.
ქარია! თოვლიც! წვიმს!- 
                                ავდარს ბნედა!
კართან სიცოცხლე წუხს, ბოლთას სცემს და...-
     ,,ყველას მისცემდა, მის გარდა, დედა!
      დედა, მის გარდა, ყველას მისცემდა..."
ალბათ, თავის თავს ჩივის უფალიც...
ალბათ, უფალი სადმე იჩივლებს!
სახლს- ,,გარდაცვლილი" ჭირისუფალი...
ქუჩებში- ძალზედ მკვეთრი სიჩუმე.
თამთა მუმლაძე ✏
    შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი