წისქვილი


დღეს მარტის თოვა ზამთრის პანს რჯის და
თოვს მთელი დღეა, 
                                        ათოვს ჩორს, იქნებ...
წისქვილი მოჩანს ჩემი ფანჯრიდან
და ჰგავს ჭილოფზე დამსხდარ ჭორიკნებს.

ო, გვიყურებენ! შენ წინ შენდები,
როგორც ღრუბელი ფარავ ცის ქვირითს!

და თაღქვეშ ვრჩებით- ვერცხლის შანდლები,
მე, 
მარტის თოვლი, 
შენ და 
წისქვილი...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი