ათი ცენტი
მზეო, მოსდე ჯანღს, აი, კაპიცა! წამს გადავიღე, ახლა ცამ იწყო... სულმა სილაღე აიკაპიწა და გაცხელებულ ტვინში ჩაიწყო. ო, ვეღარ ავცდი მარტის საზარ დარს, ფიქრს, თითებივით, თავი უბლიკა... და ახლა ვგავართ სპარსულ საზანდარს- მე- ქამანჩა და თარი- პუბლიკა! ფურცელი, როგორც მელნის ნართავი- წამს დავუტოვე კალამს აღვირად... არავის არ სურს ჩემი ნარ-თანი და ალბათ ათი ცენტიც არ ვღირვარ. (მზეო, მოსდე ჯანღს, აი, კაპიცა...) თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი