აგლაიოს
იცი?- გავუცხოვდი, აგლაიოს! სივრცე სხვანაირი მეჩვენება! იწვის, სუნი ასდის აქ რაიონს- ომი... ზღვა-ნაირი შეჩვენება... აზრის კიბერების* სიმფონიას გიწყობ* თაბახებში! (მოდას ვსდევდი...) შენში კიბეებით- სამფენიან, როგორც, გაზეთებში,- მოვთავსდები! სახლი გადამწვარი შოთხვის ტყე და ღობე, ასასვლელი, მომპალია! ფიქრი შეთეთრებულ ოთხის ტყვეა, როგორც ნასვამების კომპანია... მე ვდუმ- და სიზმრების კარმა ყივის- ონკანს კიარადა ჭას ვუყვები! ის კი უკუღმართი კალმახივით, ურცხვად, სახით-ზემოთ ,,ჩაუყვება" და მდევს მანჟეტებით და ფრაკებით, სული და სხეული გალია, ქვის! მძაგს, მე, გონით სავსე აფრაკები*! იქეთ მომწყვდეული გალიაკი*! ყულფთან მეათასე სკამის მოდგმა! ჭაღი- განაზუთხი თითბერები! ასჯერ განკვეთილი ,,სამი მოდგმა", მთაზე ,,მომლოცავი" ,,დიდ-ბერების"... ისევ დასწყევლიან იქ ლაიოსს, აქ კი გამომდევნეს მე- ,,ჩვენებმა"... ხოდა გავუცხოვდი, აგლაიოს, სივრცე სხვანაირი მეჩვენება! მხარი, შენი, საჭერ-კაბარეა! როგორც საკბილოსთან მოვა ლასტი*, თითქოს გემის საჭე მაბარია და მე იმ საჭესთან მოვლასლასდი, შენ კი შემიდგები, გერგილიანს*... დაე, ,,კაპიტნის ვალს" ამარიდო! ნაღველს გაგატანდი, ღერ-გილიან... შიში აიტაცე, ამარიტო! როგორც გარეული დურაჯები- ალბათ შენც ტეხ ღამეს... აბა დარი?! ცოდვა, გარეული თუა, ჩემი, თუა წილი, რამე...- ნაბოდვარი იქნებ მთვარეულის, დაივიწყო... იქნებ გონებამდე არ აუშვა! მე კი არეული, დაე, ვიყო! ვიყო არეული- არაუშავს... თამთა მუმლაძე ✏ *კიბერი- ქსოვის სახე. მთიულ.; *გამოწყობა; *აფრაკები-სულელები; *გალიაკი-გალია; *ლასტი- მახე; *გერგილიანი- მოხერხებული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი