აბა, ,,შალომ"!
აბესალომ, აქ ომია,
ვიბრძვით კალმით!
და პეშვებით...
მშობელს აცნობს აგონიას-
დაგზავნილი დეპეშები.
მეგობარო, დედამიწამ
ეს ქვეყანა ორ გროშს უგდო!
და უშვილო დედა მიწვა,
ვით დაშლილი ,,ოქროს ურდო"...
ცაში, სუნი, მდარე ობის,
პეტარდს ერწყმის, აბესალომ!
დასასრული, დაე,- ,,ო, ბის!"
დედამიწავ, აბა, ,,შალომ"!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი