ყიამათი
გამოხეულ ქუჩებიდან შემოვარდა ყიამათი...- ამოდინდა კუ ჭებიდან, ჯირს ჯავშანი ყრია მათი! ,,ვერ შენიშნა" მის წინ ძელი, შებრუნება აიკრძალა და მიწაზე,- მასპინძელის, ,,შვებულება" გაიგრძელა! ცა შავია და ხურული, ცეცხლისფერი კოლექტივით, და სიმწრისგან დახურული- დაწყებითი კოლეჯივით. ვით სჩვევია ავ შვილს ზიზღი, შეიზიზღა ,,ქალი"- ,,შვილმა"... 119 ბავშვის სისხლით- 119-ჯერ გალეშილმა! გაისველა ტუჩები და ისარგებლა იამათი... გამოხეულ ქუჩებიდან შემოვარდა ყიამათი... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი