* * *


ხან ცხელ ღუმელის მეგვერდეს ვგავარ,
ხან, მოყინული,- ცივ მარტის რტოებს...
როცა გჭირდებით, მე გვერდით ვდგავარ,
როცა მჭირდებით- თქვენ რატომ მტოვებთ?

აქ ყველა დაღმართს აღმართი ჩემობს-
სიცარიელე ქარმა უფალოს...
ო, ღმერთო ჩემო! ო, ღმერთო ჩემო!
შენ რაღად გინდა კარმა, უფალო...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი