ჩითები ქარში
...და ფრიალებენ ქარში ჩითები
და სახამებლის სურნელს
აფრქვევენ...
შრიალი... შავა... მარში- ჩიტებრი
და ჩამოხვევა სულზე სარს ქვევე...
თოკების წყება- რიგებს, სარჭების,
ტუჩების მსგავსად, გარს დაინაცვლებს
და დარცხვენილი, როგორც სარჩევი,
ჩითების უკან გადაინაცვლებს...
ქუხს მათი ჟინით, ვით ყმა კაბის წინ-
ამინდი! ესხმის შლეგ სურვილს თავს- ხმა...
სურს გამოსტაცოს, მსგავსად კაბიწის*,
სარჭებს, როს მოვა დელგმა და თავსხმა!
კრთის, ელოდება თეთრებს იკორთაც*,
ვითარცა ცვილი- სამ უკუნეთში...
დე, გააგრძელოს ტრფობა იქ ორთა,
დრომ სიძულვილის საუკუნეშიც...
და ეძებს...
ეძებს- სათქმელს,
უპრიანს,
ვით ღრუბელთ ფენა- ფრანს, უკარებას...
ჩითები ისევ სარჭებს უპყრიათ,
როგორც ტუჩები ფრანგულ კარაბას*!
ო, ირგვლივ თვლემენ საშიში მთები,
თორემ ხმებს ყრიან, თურმე, აქვევე,
რომ ფრიალებენ ქარში ჩითები
და სახამებლის სურნელს აფრქვევენ...
თამთა მუმლაძე ✏
*კაბიწი- სარწყავი ხის ჭურჭელი;
*იკორთა- ფიცრის თარო;
*კარაბა- საღვინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი