მე ყოველ ღამით
● მე ყოველ ღამით დავტოვე დილით მერამდენედ საბანი კეცად- გახურებული, ნესტიანი, ჰეი, რიანი! მე ყოველ ღამით ნამუსს ვიხდი და სკამზე ვკეცავ, რომ გადავიცვა დილას ისევ ხეირიანი! და როგორც იგი, ფარღალალა ჭერი, სახლიდან, როგორც აბჯარი, რომელსაც, რომ სურს გავიკვეთო...- მე ყოველ ღამით ცრემლებს ვიხსნი ჩემი სახიდან, ღიმილიანი, დილით, სახე რომ გავიკეთო... და მე ვიცინი! სულ ვიცინი! მაგრამ იმ ხორცსაც, იმ ძვლებს, იმ სულსაც ამოვურევ და ვასხამ ავ წვენს! მე ყოველ ღამეს, (ყოველ ღამეს!) იმედებს ვხოცავ, რომ გამოვთალო საკუბოვე და შიგნით ჩავწვე! რომ ჩამოვუყვე ყველა ქუჩას, გარდა იმ ქუჩის,- სად სასოებას არიგებენ იქნება, ქეც, ავ... და შინ რომ მივალ, რომ არ გაცვდეს, არ დაიკუჭოს- ჰო, ყოველ ღამით ნამუსს ვიხდი და სკამზე ვკეცავ... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი