,,Mentis iudos"


ისე სუფთად, 
როგორც ახალ 
  რვეულში,-
გონებაში 
ვნიშნავ ნარჩენ 
  იარებს!-
მივატოვე 
სახლი (ისეც 
  ეული),
აზრებშივე 
ვიარე და 
  ვიარე
და მოვედე 
ათასნაირ 
  ალაგს, თან...
(ფიქრში თვალი 
გავუსწორე, 
  წამით, ჭერს...)
ახლა, ისევ 
ვუბრუნდები 
  ქალაქს და
ძველებურად, 
ალბათ, ყელში 
  წამიჭერს!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი