* * *
სულში- გაზაფხული, ფერი- გარდა- ცვილის, ,,წამოწოლილ ხეთა" წყება... მერე- დაზაფრული... მერე- გარდაცვლილნი... მერე მოგონება წყდება. სევდის თარი- ღების, სიმი- გაღუნული, იგებს დღეთა დახლა და რჯა! ბიძის თარიღები, დროში გაყინული, იქვე, ბებოს ,,სახლთან" დარჩა. ,,სახლი", მე, მახსოვდა, წლები- ამიწებდა...- მწამდა მიწა-ჩემი, უფრთოდ... ჰოი, ბებოს ხსოვნა, როგორ მამძიმებდა, მაგრამ ბიძაჩემის- უფრო. იყო გაზაფხული... ფერი- გარდა- ცვილის, ,,წამოწოლილ ხეთა" წყება... მერე- დაზაფრული... მერე- გარდაცვლილნი... მერე მოგონება წყდება. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი