დაუძახეთ მონსენს


როცა გემი მოადგება ნაპირს
და ზღვის სივრცე ემსგავსება ნონსესს...
როცა ვებრძვი გაყიდულს და ნაბირს-
მოწმე მყავდეს, უხმეთ თუნდაც მონსენს!

ქარი ბორგავს და თუთები კარს ,,გვის",
ეზიდება მოზრდილებს და ბადრებს...
არათითი,- 
დასანიშნი, 
კარგი,
ჰგავს ცოდისთვის გამოხმობილ პადრეს.

ქორწინება იარებთან...
ზარი...
დამოწმება როგორ შვენით კედრებს!
ხმაში ჩუმად იპარება ბზარი,
კედლის მსგავსად ისიც შეიკედლებს.

მყავს შვილები აპათიის ძისგან,
დამაქვს სული, ვით შიშველი ტუნდრა...
თუ კიბეებს ავუყევი ცისკენ,
ეს ღრუბლები დაწყვეტილან 
თუნდაც!

მძაგს სიცოცხლე- მგელთა ხროვა, ხელი,
მერამდენედ შემატოვა მან სენს
და სიკვდილმა აქეთ მთხოვა ხელი-
დავქორწინდე, დაუძახეთ მონსენს!

მსურდა დრონი იმიტომაც მეთრო,
მომეკლა და მიმეღწია წადილს...
დროის მკვლელმა იქით მომცა მე დრო
გაჩერდა და ნება მომცა: 
,,-წადი!"

როცა გემი მოადგება ნაპირს
და წინ სივრცე ემსგავსება ნონსესს...
როცა ვებრძვი გაყიდულს და ნაბირს...-
დაუძახეთ!
 დაუძახეთ მონსენს!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი