გადაგედო


მარტი, მარტი არის და მე მმართებს,
ვიყო ნატეხივით, ამ იარდის...
როგორც ტკივილივით დამემართე, 
ისე ტკივილივით გამიარდი!

ვხედავ, კალენდრებმა ამომშალეს,
დღეებს უხარიათ, ამად, შენებს.
როგორც გოდოლივით ჩამომშალე,
ისე გოდოლივით ამაშენე...

მარტი გადაივლის, დაე, მართვეს
მსგავსად ბედს ბუდიდან გადაეგდო-
როგორც ტკივილივით დამემართე, 
ისე ტკივილივით გადაგედო.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი