უბრალოდ მოდი
ვუკრავ კიფარას და სიმად რტოებს
ვირჩევ,- ლიანებს...
ხელი არ ჩაჰკიდო სიმარტოვეს-
ვიეჭვიანებ...
ელის, ამიტირდა, როგორ ციცქნა,
აკი, თავისებს...
ახლა სად მიდიხარ, როგორც იქნა
გაგითავისე.
უჩანს თაბახებზე სია- მახედ,
უბრად, მოლოდინს...
კართან ჩამოკიდე სიამაყე-
უბრალოდ, მოდი.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი