* * *
(და თვლემდა ნება, ისედაც დუნე...)
წარსულზე ფიქრში შთა მომავალი.
შენ ჩემს გონებას ისევ აცდუნებ,
ვით ცელქი ევას შთამომავალი...
გარბიან დღენი, როგორც დღეები,
ამ საუკუნეს მოსდევს მეორე.
ქალაქებს- შუკა, ბილიკს ტყე ებმის.
(ან განა წავლენ, მოსდევენ თორემ...)
ჩვენ...
ჩვენ კი ვრჩებით საღათას ძილში
და სიყვარულსღა მოწმობს ეჭვები...
როგორც უწვრილეს სახსართა ძირში
მორჩილად მდგარი ოქროს ბეჭდები.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი