ვიყო
კახი, იმერელი, ოდიშელი, ღამე და შინელი, დღე და ციხე... ვიყო მე ყველაზე ცუდი შვილი, დაე, საშინელი დედაც ვიყო... სადაც უარაფრო ტუნდრა ჰგავს ,,ხედს", ომობს ნაყოფი- და ,,ბედნი"- ერი...- დაე, სულ ყველაზე ცუდად გავხდე, ოღონდ თქვენ იყავით ბედნიერი! ტახტი- ყელყელასი, ცა- მოშლილი, ოხვრა და კითარი- ერთ დღიანი... გავხდე, მე, ყველაზე ჩამოშლილიც, ოღონდ თქვენ იყავით ერთიანი- კახი... იმერელი... ოდიშელი... დარე შეღამება... დღემაც იკლო... ვიყო მე ყველაზე ცუდი შვილი, დაე, საშინელი დედაც ვიყო... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი