შავ-თეთრები (არა- ომს!)


● 

შხამი- დალეული ავშარაჯის 
ნაცვლად... სხვისი თევზის მებადური
კვდება! მერამდენედ, ავ შარაზე,
  დაძრწის ავის მაცნე ტრუბადური.

გეშით ემსგავსება შხარულ ნიავს
კარმა- ,,ვიკინგების" ღრიანცელი
წყდება... ნანგრევებზე ჟღარუნია-
  ალბათ სიკვდილები ყრიან ცელებს!

ურდომ, ჩარჩენილმა ქვის ხანაში,
შვა ბრბო- ბოროტების ავ-მდედრებით.
თუმც, ზღვის, თოლიების ქვეყანაში,
ომი ვის გატეხდა შავ-თეთრებით...

თამთა მუმლაძე ✏
(არა ომს! )

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი