თავანი


ღრმა კვალი ლამბაქზე, 
ხმა- წვრილით
უკუღმა ნაკითხი ქარტია...
კუთხეში- დასჯილი 
ყმაწვილი
და სკამზე- გაშლილი კარტია.
ლოყებზე ჯურღმული, 
სკვარამი,-
თუ გოგოს... თუ ბიჭის... 
თუ ერთად...
მკლავებით შეკრული 
სხვა რამე,
საკინძე- 
  გახსნილი, დუეტად.
დაძლეულს იბარებს. 
ფრიალობს
ხავერდის 
და გული უფრორე...
აღმართი... დაღმართი... 
ფრიალო...-
   სხეულზე ნაკვეთებს უფორმებს.
ჭერიც- ხე...
თაღიც- ხე...
შირმაც- ხე...
 უკუღმა ნაკითხი ქარტიაც...
კუთხეში- დასჯილი სიმორცხვე
და სკამზე- გაშლილი კარტია.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი