* * *
მინელდა მკათათვის ყალმებით
ნახატი პაპანაქება,-
ბნელდება...
სიმინდის ყანებშიც
იელვეს ფაფანაკებმა.
იზრდება ჭადართა ჩადრი, თან,
თითქოს, მზის სიკვდილი სურთ, ნელი...
ქარს მოაქვს ქოხიდან ჭადის და
ფანელის ხალათის სურნელი.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი