დოლმაბაჰჩეს
ველ-მინდვრები დოლთა* ,,აღრჩვეს",
არყის ჯარმა კი- ოდა...
მიდიოდა ,,დოლმაბაჰჩეს"*,
გარეთ ქარი კიოდა...
გოგო- ქორფა, მთელი მხრის მზე,
ქვაფენილთა ქვეყანას
აბიჯებდა, თმები მხრებზე
ნისლებივით ეყარა.
ნისლში იჭვი ირხეოდა,
ვით ტაბლაზე მუშამბა...
თაფლობისთვის იხმეს ორთა-
სკების მწარე მუშები.
მოწმედ იდგნენ- თებერვალი,
ოქროსფერი ,,ხანები"...
თითს კი, როგორც თებეს რვალი,
როგორც ზაფხულს ყანები-
შემოერტყა, ვით ,,ჭიგო" გოს,
ვით ტუჩები ვარგანზე...-
ნიშნობისა. ბიჭის... გოგოს...
და არცერთის, არ, განზე...
ხელი სთხოვა დოლმაც ბაღჩებს,
თითქოს, მათაც- ,,კი-ო" და...
მიდიოდა ,,დოლმაბაჰჩეს",
გარეთ ქარი კიოდა...
თამთა მუმლაძე ✏
*დრო, როცა ცხვრის ფარაში მასობრივად იწყება ბატკნების მოგება;
*შევსებული ბაღი. (თურქ.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი