წერილი ნერუს
ნერუ, მეგობარო, მოიხა რა კუთხე, წერილისა (ვაწერ- ტელმანს...), ყველა დარდმა თავი მოიყარა, როგორც სიტყვის ბოლოს- სამწერტილმა... ჰოდა, შევარჩიე ფორმა, ლმობის და ფრთა- გამომსვლელი, მე- კაბარე, ვიწყებთ წერას ჩვეულ ფორმალობით: ,,როგორ დამეკარგე, მეგობარო..." და მდის... მოდის, მსგავსად კალიების...- ,,ნისლი" შეესია ,,გოლიათებს"! პურნი, გალეწილი, კალოების, ალბათ დახოცილნი ჰგონიათ მთებს,- თავი მოაბეზრეს ავანსებმა! აქ მზე, აპრილისა, ხევს ხელა ობს... კართან ოცნებების ავანსცენა, იასამნებივით ყელყელაობს, ალბათ სვე შებრუნდა, იცნო ურვა, ძახილს ელოდება, ან მრე ცნობას... განა სიმშვიდეა უცნაური, თითონ ეს ,,სიმშვიდე" არ მეცნობა და თუ შემიწირა, მე გიბარებ,- სული შემიხუთეს ამ ღილებმა! (ახლა ბედი ჩემი, მეგობარო, დგას და იმ სფინქსივით იღიმება... თუმცა ერიდება, ჩანს, გახიდვებს- ლოყა ორგან აღარ ეჩვრიტება... ჩემზე იფიცება და გაყიდეს, ზურგის უკან წყვილმა ,,ნიჩურტებმა"! ფსონებს ის იღებდა, მე კი ვდებდი და დღეს, როგორც რუხი ცა მართვეს სდევს- ყოველ სიტყვას ისე ვეკიდები, ვითომ, დედის სურნელს წამართმევდეს!) ჰო, მე-იმედის ზღვა და მას რვალი ღობედ შემოვარტყი (ავე, ურჩთა!), თავს კი, მსგავსად მგზავრის, დამაშვრალის, აზრი შუა ჭკუაში ჩამოუჯდა. თითქოს, განუწყვეტლად უსმინა ტლუს, სმენა სულ დაიხშო ამ ყურებმაც და გზაც ისე, როგორც უსინათლო- ერთი წერტილისკენ იყურება. ნერუ, განა ვიქნევ,- მიქნევს ,,ცული"*, როგორც ეშხიანი საცოლე- მდევს! წერა მიძნელდება, მოქანცული, ზოგჯერ ძვლივს მივდივარ საწოლამდე, დღეს კი, მერამდენედ ,,გამაცურე", დამრჩა გადაშლილი ,,ულისები"... ,,ბასტა"!- პროგრამა სულ ამოვწურე მოვრჩი, გადავდივარ კულისებში!- სანთელთ, დარევია, ,,სენი", მწერებს; ლულიც სათავისოდ არჩევს ,,ხვითოს"... ალბათ დავნებდები, შენ კი, მწერე, მწერე, მეგობარო, არ შეწყვიტო... თამთა მუმლაძე ✏ *კალამი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი