სჯობდა
იმ დროს, თმას მაისი ეთრო,
როცა ხვიარებში წნიდა...
მარმარილოსავით
თეთრი,
თაფლის
სანთელივით წმინდა
სახე ერეოდა ბოლთა...
ჯიბრში უდგებოდა ნისლებს
ფართედ დაცემული ბოლთაც,-
ტერფით
შეხიზნული ისლებს...
იყო პაემნები...-
ზოგჯერ.
ცრემლი გარეული ობ და...
თუმცა ხელი იყო, ზოგ ჭირს,
მაინც სიყვარული სჯობდა...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი