თუ- მდე
თითებს სუნი ასდის, ბოლის.
გუშინ ყველა ითქვა, ,,თუ..."-მდე...
მძაფრი, ყოველ სიტყვის ბოლოს
ტუჩნი ტყვეებივით დუმდნენ.
როგორც გარეული ბარდა,
ვეღარ ელეოდნენ შრეს და
წვიმდა და ღვინისფერ ფარდას
ქარი მტევნებივით სრესდა.
ხალხი მიაპობდა ტალღას-
ხალხის,- შეშასავით.
მარტო-
ოდენ მე ვიარე ღალღა.
როგორ
აურიე,
მარტო...
ახლა სხეულს-უკან თუ მდევს,
ვეღარ ვეწეოდი გულს შინ...
გუშინ ყველა ითქვა, ,,თუ..."-მდე,
,,თუ..."-მდის ყველა ითქვა
გუშინ.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი