ჟგლეთი
ჯანღი იზრდება, მზეს გარს ევლება,
სხვაში შემჩნეული მუნ დირე ვით...
ცაზე გაზაფხულის გაელვება,
თაღმა გადაიცვა მუნდირივით.
სახე მოიშიშვლა- ნაპარსი ვით,
ჟგლეთით* ამოავსო ალაგი და
ეცა თავმომწონე ნაფაზივით
ბუღი- ავარდნილი ქალაქიდან!
წითელ სახურავებს, ამ ახლებურს,
შავად აშავებდა საწვიმარი
და ხმას, ქრისტესავით ამაღლებულს,
ვეღარ ეთმობოდა სამძიმარი.
წვიმდა...
(და მაისის აბრეჟე* მის
თითო გაელვების ყაბულია!)
თრთოდა კანის ზემოთ აბრეშუმის
კაბა, ლოდინი და აბულია*.
თამთა მუმლაძე ✏
* კოკისპირული წვიმა;
* თხზულების შემოკლებით გადმოცემა (ფრნგ.);
* უნებისყოფობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი