Tempus subcinctus
.
გონი- აბსენთის,
მზე შენია, ღამეო, ტყვე და
ბოლოს ნარჩენი ნაფაზივით, მწამს,
მოუღებდი...
გრძნობა თხუთმეტი წუთებივით გამეოთხედდა,
მსგავსად ხელების,-
სუსხში ჯიბით- ამოუღებლის.
(აღარ- დათმენა...)
.
დღენი გარბოდნენ.
(და მზე ისევ გადავა გორებს...)
ადგილ, ხე- ტყეებს მაგონებდა,
მთები ადგილ- დევს...
ზამთრის სამი თვე კეცებივით გადავაგორე
და ქორწინების გეგმასავით-
სათუთ ადგილს დევს.
ახლა
დათბება...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი