აბსანსი
● ა რ ყ ო ფ ნ ა
ვით თმა თავშალში, ოქროსფერი,
ყმაწვილობს ისევ
და რუდუნებით აფერმკრთალებს ოქროსფერს შალი-
ბარში გამოთბა და მაისი ყვავილებს ისევს,
მთა- თეთრ ხალათებს დაატარებს, როგორც ფერშალი.
იყო არყოფნა...
ვერ ავავსე ხარბი ყალიბი-
ჩამოსასხმელი, ჭირს რომ მკვეთდეს- იმ სამართებლის.
თითქოს, გონებას მბრძანებლობდა ყალბი ხალიფა-
გაქრა სიმშვიდის, ხის აბრებზე, მისამართები.
გახმა აბაკაც.
ახლა გზებიც იყოფიან... ო,
ნავსაყუდელი, შლამი- გემის გახდა, ჭა- ობის.
ო, ყველა ბრძოლა, გამარჯვების, იყო ,,ფიასკო"
და სხეულს ისე ითრევს ცოდვა, როგორც ჭაობი...
ქუხს,-
ისევ ეშმა
გველით ევას, ის- ადამს ითნევს,
მე მხრებზე,- შიშველ, აზროვნება მოვიცვა, მინდა...
და გონს ფიქრები მიხუთავენ, ვით ,,ადამსიტნი"*,
გონი მასპინძლობს:
-გაუმარჯოს, ო, ვინც მოვიდა!
და თმა თავშალში, ოქროსფერი,
ყმაწვილობს ისევ.
დრო მოთმინებას აფერმკრთალებს, ოქროსფერს- შალი...
ბარში გამოთბა და მაისი ყვავილებს ისევს,
მთა- თეთრ ხალათებს
არ ეშვება,
როგორც ფერშალი...
თამთა მუმლაძე ✏
2021.
* მომწამლავი ნივთიერება, აზიანებს სასუნთქ ორგანოებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი