* * *
ასგზის გამოვცადე სვე და
ახლა ასმეერთედ მისევს...
როგორც ქვამარილის სვეტი-
ჩემს წინ აღიმართა ისე.
გონით ეჭიდება კარს, ცის,
თითქოს გამოექცა ხარჭად.
მსგავსად უთავბოლო კაცის-
იდგა და სიტყვები ხარჯა.
ფრაზა ხანის მსგავსად დაყო,
მორჩა.
და ვითარცა შვაბრა
ჭუჭყი მომარეცხა.
და, ხო,-
ბედმა, ნეტავ, თარსად შვა, რად,
ან რად- ქვამარილის სვეტად...
ცოდვას სანთელივით იტევს.
ასგზის გამოვცადე სვე და
ახლა ასმეერთედ მიტევს.
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი