მუშტარი
●
წუხელ
წვრილ ვარსკვლავთა
იყო კრება...
ვერე, მთაწმინდა და მუშტაიდი
ახლა გაზაფხულით იკოკრება,
მერე ზაფხული დგას მუშტარივით,
როს მზით ხუნდებიან, ხვეულები,
კოსად ეულებად ასულები;
როგორც ქალწულები- სხეულები,
საწოლს ხელუხლებლად აშურებენ...
და ძველ მოაჯირსაც ახურავს მზე,
თითქოს მხურვალება შია მახეს.
სხედან მოთმინებად სახურავზე-
სევდა, სურვილი და სიამაყე,
მსგავსად მაგალითის- ავ დობისა.
ფეხით გასავლელი ასი მეტრით
წყდება შუქნიშანთან ავტობუსის
ჩრდილით მოზომილი აზიმუტი.
შთანთქა ქვაფენილი.
თითქოს, ქრება
ბუღში მთაწმინდა და მუშტაიდიც...-
ალბათ ზამთარი თუ იქოქვება...
მერე ზაფხული დგას მუშტარივით...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი