თუმც
● თ უ მ ც დე, მზე მიღირდეს ოქროდ... ხურს ჟინი, ხდებიან დღენი სადარ- მათარის... გადამიკიდეს, როგორც ხურჯინი და ვაჭარივით სად არ მატარეს! ჰე, სახლი, ჩვენი, ჰგავდა იმ კეცის სიფიცხეს, გვხდიდა ჩვენ რომელ მყუდრო... თუმც კედლის მსგავსად გადავიქეცი... (შენ კიბესავით შემომეყუდე.) რაც იყო გზანი, ვშალე შენ მიჯრად, როგორ დაზრდილან ისევ ამოდენ... ასე ლამობდნენ შალეს შემოჭრას (წუხელ შემოჭრას ისე ლამობდნენ...) და ბინდის, თრთოდა, გამო, ვით სული,- მთვარე. ისხლეტდა ,,ავ ქვებს" ,,ეგიდა"...- ცას, გონის მსგავსად გამოთიშული მზე, ყურმილივით თავქვე ეკიდა. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი