,,Fluctuationes"
მინდა!
არ მინდა...
თუ, მინდა, კი...-
ვერა გავიგე რა, გუნების!
,,ცივა, მარტოსული ვინ დაქრის?!"-
ყურთან ხივის
და ვითრგუნები...
კი!-
ვწვდები კართან მდგომ ჩემოდანს,
სათუთად ვალაგებ სამოსს და
გავდივარ და ვკეტავ ჩემ ოდას-
ვჩერდები ვახუშტის სამოცთან!
,,ვნებებს მერამდენე მინდობა?!"-
მესმის ყურთან, ქშენა, ჰუნების...
მინდოდა...
არ მინდოდა...
მინდოდა?-
ვერ გავიგე რა- გუნების!
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი