საიდან ხარ
-საიდან ხარ, საქართველო რომელია?
ვერ ვიხსენებ, მომაწოდე რუქა ერთი...
სან-ფრანცისკო... ბრაზილია... ნორვეგია...
ჰმმმ, აი, აგერ ბუდაპეშტიც...
-აქედან ხარ? ძვლივს ვიპოვე, რა ციცქნაა,
ან ამ წყლებს შუა ვინ ჩასვა, ვინ გაიმეტა?..
-იქნებ მორჩე?! -დარი მისი არ გინახავს!
ღმერთმა კალთა ზედ ზღვებს შუა დაიბერტყა!
სამოთხეა! სამოთხეა- მიწის ზედა!
და უფალიც გვიმშვენებდა! გვამშვენებდა...
ღვთისმშობელმა ეს სამოთხე წილ იხვედრა-
ნაკუწ-ნაკუწ გვიგროვებდა, გვაკერებდა!
ყველას სურდა მიწა ჩვენი- ყველას ვსურდით!
გვაოხრებდნენ! ვაოხრებდით... გვაოხრებდა!
ჩვენს მიწა-წყალს იტაცებდნენ, როგორც ქურდნი!
დაგეშილ მტერს ვაოკებდით,- გვაოკებდა!
სინაზეა, სიმშვიდეა- მსგავსი ლოცვის,
ლამაზია-მისი ცქერით სუნთქვაც გეკვრის!
ისეთია- სულ რომ მიწებს დაუკოცნი!
და ისეთიც- სულში რომ გყავს, გულს რომ გეწვის!
უნდა ნახო, შემოდგომა რარიგ შვენის!
ან რა ღვინო იწურება საწნახელში!
ნახო უნდა, ჩვნებური ყურძნის რთველი
და ქართველიც უნდა ნახო- თასით ხელში!
არ გინახავს მსგავსი ლურჯი- აქ სხვა ცაა!
განსხვავდება ჩვენებური მთაც და მდელოც.
მიწის სუნიც და ჰაერიც აქ სულ სხვაა...
და გმირების სამშობლოა საქართველო!
იქნებ, ვაჟაც გაიხსენო- რა გვარია?!...
სან-ფრანცისკო...
ბუდაპეშტი...
ნორვეგია...
ხვდები ახლა განსხვავება რაგვარია?
გესმის ახლა საქართველო რომელია?
თ. 🌍
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი