* * *
ეზოში ვდგავარ,
(თუმც, რომ გონებით...)
ურმები...
,,პლაში"...
და ღრმა ბავშვობა ქუხს მოგონების
მრუმე ნაპრალში...
გამიღიმილდა ტუჩები ეგზომ,
მთა...
პატარა მთა...
მე გავიზარდე, თუ ჩვენი ეზო დაპატარავდა...
თამთა მულაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი