ბებია
სიცოცხლე მწველით- აწ ხველას აგავს, დროც აღარ ინდობს მის სიმებიანს... განა ის ჰქონდა, რაც ყველასა აქვთ, სახელი იყო, მისი- ,,ბებია"! ,ეჭიდებოდა' სისხამს ჩირს... ქონდარს..., როს ადგებოდა მას თავს ალი, ვით ნაფოტი, თხელი ხელები ჰქონდა! (რად განლეოდა მუქ თავშალივით?) მისხალი, ჯანის (მშვიდი, ო, რით ვარ...), აღარა შერჩა, არ, ჯანებიანს! შვიდნი ვიყავით, შვიდჯერ ორი ვართ- დიდი ნაგრამი დარჩა ბებიას... ო, უმისობა ატყვიათ ხურმებს,- (სიყრმისას მე რომ მიშინებია...) განა ის ერქვა, რაც ჰქვიათ ხოლმე... სახელი იყო, მისი- ,,ბებია"... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი