გაღმა ნაპირზე
●
ამ წელს
გაზაფხულს
სდევს შემოდგომა,-
ქარიშხლიანი და გაბერილი...
ქუხს,
დღესაც, ჩემთვის, თავს ზემოთ დგანან-
წვიმა,
ლექსები,
ცა,
გაბრიელი.
რუხი ღრუბელი მრე მეილქნებმა,
ფანტეს, თუმც თაღზე წამიერ ადის,
ჰე, ჟამს თუ ნიჟი, მერე იქნება-
ღვაფი,
ლელეხი,
ცაიერადი!
ო, თუ ლოდინი,
მაშინ, სადამდე...
და ელვა ველებს ნაღმავს, ,,ნაპარსებს"!
ჟინჟლავს,
ცას ვუმზერ,
მაშასადამე,
მე ,,გასული" ვარ ,,გაღმა ნაპირზე".
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი