ire
●
რომი სისხლივით ჭარბი
და
ჩრდილში გამშრალი
ჩამიჩი...
ის წამებივით ჩარბოდა,
მე საათივით ჩამოვრჩი...
წყვილს,
ეფარება ლიბრი,
ნავს*,
რომს ეცილება, რახან, ცა.
შლეგ არწივივით მიფინავს
მასზე ტუ- სამას რაღაცა...
თითქოს, ელისო, კურიერს,
მზე,-
დაუღამდა დაწინდვა,
ო, ,,ელეისონ, კირიე",
ძაღლუმადური გაწვიმდა!
დუმს რაიონი, მიკრო და
ცა- ჩამოცლილი,
ცა- ნორჩი-
,,რად, წამებივით მიქროდა,
რად, საათივით ჩამორჩი..."
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი