მიდასის დალაქი
●
მკლავს ვიში და ბნედა,
,,მიდასის ყურები"...
,,კლავიშთან" დაბნელდა
,,მი და სი"-ს ყურებით.
ვედრებად დაიქცა,
ცრემლი ღაწვს დალექა,
,,ყრუ" იყო და იქცა-
,,მიდასის დალაქად"...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი