ნისლი
●
ო, თუ ,,ფიქრია"-
განა, რას ფიქრობთ...
ო, თუა ,,ფიქრი"-
რას ფიქრობთ ამდენს...
ძაბვის მავთული კანარას იკრობს.
ძაბვის ანძებთან არშიყობს ამწე.
თუთუნებს
მსხვილი ,ისლი' არ მიაქვთ...
მთა თუ უმართავს დაბლობს დიალოგს,-
რომ, მოდის,
მოდის,
ნისლის არმია
და ვით ცხვრის ფარა-
დაბოდიალობს.
გაზონი,
ბარდა
და იონჯები
ეხვევა ,ქსელში', განა ნებით და
სურვილით,-
,ბოლი' დაიუნჯებდა...
(დანებდებოდნენ დანანებითაც...)
საათი,
ასე,
სადღაც ათ-გარდა...-
როს გამოკრული ,ისლი' ჩემობს წვას...
წამს, მელოგინე ცვარი ადგა და
მუხლმოსაყრელად ნისლი ჩამოწვა-
,თქორს'.
მთა
თეთრ მთვარეს განაღა აქრობს
ძაბვის ანძებთან
,რას' ,ფიგურამდე'...
ო, თუ ,,ფიქრია"-
განა, რას ფიქრობს...
ო, თუა ,,ფიქრი"-
რას ფიქრობს ამდენს...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი