დილა
ჰე, გადმოვიღე ,მსხვილი ისლი'* და
ორს ,შევწევ' კალამს, ლამის,
ანდა- ერთს...
მზემ ,შუშაბანდზე' სხივი ისხლიტა-
დილა თენდება მამის მანდაეთს.
სვიის ფერდობზე არხი ხელებს შლის,
მწირ კალაპოტებს თოხი ამეტებს...
დგას სამი სახლი არყის ხეებში,
აფახულებენ თიხის კრამიტებს.
გამოა ჟანგის, მით ამწე ტირის...
რომ დაიზარეს წყაროს ჩამოსვლა,-
წამს, დედამ ბალღნი, ვით სამწერტილი
მოთხრობის ბოლოს,-
ერთად ჩამოსვა.
კურთხევა კოკას, რომელ იღვაწა,
რომ კოდი ყანას მიეწიოს, ცივ...
დილისას გალობს რომელიღაცა-
,,წიუ, წიუ, წივ...
წიო, წიო, წივ..."
თითქო, გულისკენ ზღვას მიაქვს კიდე-
ჯეჯილმა ტალღა წამით ანდო ,ერთს'*...
ვით ფაფანაკი, მზე მიეკიდა
მამის მანდაეთს...
მამის მანდაეთს...
კეცთა გაგზავნეს ხელად ფეხნი ტყივ-
ფეხთა ნეშოებს გადაუარეს...
და ახლა მჭადზე ყველაფერს ვიტყვი,
ყველაფერს ვიტყვი, გარდა- უარის...
ღობე შემოკრა თხილმა მოსხმითაც,
ხელმა იხაროს, ო, მისმან, დაე...
მზემ ,შუშაბანდებს' სხივი მოსხლიტა-
დილა გათენდა მამის მანდაეთს!
თამთა მუმლაძე ✏
*მსხვილი ისლისგან მზადდება ქაღალდი;
*სიოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი