მურია
● მართალი გასვლია ვისთან -ვის... სიმართლეს ,ზედა' შემურვია და დღეს სად მარხია ის თავი- ვიმსჯელოთ მე და შენ, მურია! ლექსივით მოჰყევი სამხილებს- რამდენმა პურს შხამი ურია. ვერ ამბობ,- როგორღაც ამხილე... არ იმჩნევ! არ იმჩნევ, მურია! მზაკვარი, მდუმარე, ამტანი- წამია, მოეწყვნენ საელჩოდ... ან ყეფით, ან კუდით, ან ტანით მოკალი დუმილი, საეჭვო... ოდითგან ებრძოდით მარიტებს, აქცევდით თეთრ სამოსს- მურიან... შეგირცხვეს,- სახეს რად მარიდებ, თვალებში ჩამხედე, მურია! დათირე, ეგება ,ცხორ' ებას, როდესაც შენსაში მორია... ძაღლური ყოფილა ცხოვრება, ხოდა, შენ მასწავლე, მურია! თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი