ძველი ქალაქი


● 

ქარნი ჭადართა ეტლს აქანებენ
და მუშტაიდის, ჩამოდის,კიდეს...
ჭრელ აივნებმა ხის მაქმანები 
წინსაფრებივით ჩამოიკიდეს.
ტირის ვიტრინა... 
თარო...
წიგნები...
  ფერდში შემდგარი ოფლი აციებს...-
ვერესთან წმინდა მთა ქორწინდება,
ან ცით ინაღდებს ობლიგაციებს...
   ჟვავნიც, ვით ნისლნი, მას აშურებენ-
ო, ქარით შრება ძელქვათა ლაქი...
და ქალღმერთივით ჩანს აჟურული
მინიდან, ახლა, ძველი ქალაქი.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი