მატარებელი
● ...და მზე, როგორც მოჭრილი, ბალახივით ჩახმა... ავე! ცელქი ბავშვივით, მთვარე აძვრა ,,ბრაზე". აღარ გასძვრა ღრუბელთა დაჟანგებულ ჩახმახს, ტყვიასავით მძიმე და მოსხლეტილი ,,ბრაზი". მიდის მატარებელი... და ერთმანეთს ცვლიან- შამბიანი, შიმალი, დაფნარი და ახო... ჩანან შორნი, როგორც ცის ვარსკვლავნი და ცვრიან ბალახებში გაწოლილ გველებივით ახლო. მიდის მატარებელი... აზანზარებს თითოს, ლიანდაგს და ფლანგებით დააბიჯებს პას, უხვს. მიდის მატარებელი... და დგანდგარით თითქოს, მსაჯულივით მოითხოვს ცხოვრებისგან პასუხს. მიდის მატარებელი... ცა დუდუნებს... ცა, რას... იქნებ, დელგმას აპირებს...- ვინ ათხოვებს, აწ, ყურს... ტრაქტორივით თუხთუხებს ორთქლმავალის ძარა, ჭერზე ტოტებს იფანი მტევნებივით აწყობს. შავ ჩრდილივით ეცემა ნაფაზი ,,შავ მიდასს"- ოხშივარი გახვეულ თუთუნივით ბოლავს... მიდის მატარებელი... მიდის... მიდის... მი... და მეც მივყვები თარიღთა უსასრულო რბოლას... მიდის მატარებელი... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი