ჭრიჭინები


●  

                                მიმობნეულა, 
                                როგორც ფართინგი
                                და ყურძენთ მცველთა 
                                ჯარი ჭრიჭინებს...-

ჭანჭურით სავსე ხეთა ფარდაგი
გაუფენიათ ფეხქვეშ ჭრიჭინებს...

ზვარს ესევიან სარფით, ან ნებით,-
არ ერიდებათ დღეთა მათ, არა...
მხარს ინაცვლებენ,
               სწორფრთიანებით 
გამოივსება ტყეთა მათარა!

იქნებ და მახვილ ფეხით ჭრის ჟინებს,
რომ არ ეღირსა ხელის ბოძება...
საღამოვდება, დაღლილ ჭრიჭინებს
შტურმით იღებენ ხმელი ბოძებიც

და მავთულების მყიფე შრე როკავს,
როგორც სისწორე ერდოს დაუარს...
    თუმც, შემოდგომა მყისვე შერეკავს
    და გამოკეტავს ერთად ტაუერს...

ო, მთვარის ქერცლი ზაფრავთ... ჰე, შმაგი
როს სახურავზე,- ,,აჩუებიან",
ყეფს. 
        ,,რამდენია"- ლახვრავს ეშმაკი
და ჭრიჭინებიც არ ჩუმდებიან...

და მორჩებიან კოჟრების ქავილს
როს, აყუდებენ გარჯით მკვდარ ,,ცელებს"
თვით მზე კი, როგორც კეკლუცი ქალი,
მთვარესთან ბოლო გზნებით ტკვარცალებს...

ჰე, ადუღების, ბადაგებისა,
დატრიალდება სუნი და ცავ, ,,ლენ...*"-
ერთს იმღერებენ, ალბათ- გედისას
და მერე წავლენ.

 წავლენ და წავლენ...

თამთა მუმლაძე ✏

*აკრეფილი ხარკი. გერ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი