***
ვისხედით ბარში, ჩვენ ორნი... ვსვამდით წვენს. იწვა დუმილი. მე შენს თავს აღარ ვჩემობდი, წარსულს გაჰქონდა ღმუილი... ქრებოდა ბარიც... ზღვის ხედით... სდიოდა სუნი წვენს, შმორის... და უკვე სამნი ვისხედით- მე, შენ და ხრამი- ჩვენს შორის. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი