მოგონება
● ცას გალვანურად ფარავდა ქრომით მთვარე და ჟანგმაც ფეხი აიდგა... გადმომხობოდა კრამიტი კრამიტს და იდაყვები განზე გაედგა. ,,ო, ნეტავ, ფერი, ბაგირს ჰქონდა, რის..."- უსათლო ჭასთან მზე იდგა ერთხანს. ეზოში გვქონდა ბაღი, ქონდარის და წელზე წნელის ქამარი ერტყა. სტკიოდათ კლდეებს ნათოვი, ოდენ მზით ჩაცვენილი, შავი ფერდები... დღით- მაგნიტური ქარები ქროდნენ და ხუნდებოდნენ ტყლაპის ფარდები... სად ჰორიზონტი სიმინდთა მოკლეს, ჩემს ბავშვობაში იდგა იქ ოდა... ზაფხული იყო ცივი და მოკლე და შარას ქუჩად თავი მოჰქონდა... ემაგრებოდა ვენახით, რამით, სელის, კანაფის,- სარზე, კედები... აჟიჟინებდა წვიმა ხმელ კრამიტს და დიაცთ ჰგვანდნენ,- სავსე მკერდებით. დელგმა უკრავდა უდიერ ბიზეს, როს მიგდებულნი სველ, მყრალ ჩალაზე, წამოიმართნენ რუტინები ზე და მოგონების კარი ჩარაზეს. თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი